შიგთავსზე გადასვლა

ფასები და ვალუტები

ყველა ფასს ნახავ ევროში ან აშშ დოლარში. კომპიუტერზე ვალუტას გვერდის ზედა ნაწილში აირჩევ, ტელეფონზე კი მენიუში, და მთელი მაღაზია ამ ვალუტაზე გადავა.

თითოეულ ვალუტას საკუთარი ფასი აქვს, რომელიც სწორედ ამ ვალუტაშია დადგენილი და გადახდის მომენტში სხვა ვალუტიდან არ გადაიყვანება. რა თანხასაც ყიდვისას ხედავ, სწორედ ის ჩამოგეჭრება.

პაკეტებს აშშ დოლარში ვყიდულობთ. სადაც ფასის დადგენისას კონვერტაციაა საჭირო, ვიყენებთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსს და ცალკე საკონვერტაციო საკომისიოს არ ვამატებთ.

თანხა იმ ვალუტაში ჩამოგეჭრება, რომელიც ყიდვისას ჩანს. თუ ბარათი სხვა ვალუტაშია, შენი ბანკი თანხას საკუთარი კურსით გადაიყვანს და შეიძლება საკომისიოც დაამატოს. ეს უკვე შენსა და შენს ბანკს შორისაა.

გაყიდვის პირობების წაკითხვა

თუ დახმარება ისევ გჭირდება

მოგვწერე შეკვეთის ნომერი და ის, რასაც ტელეფონზე ხედავ, და ერთად გავარკვევთ.

დაგვიკავშირდი