შიგთავსზე გადასვლა

რა გჭირდება ყიდვამდე

ოთხი რამ გჭირდება, და პირველი მათგანი გადახდამდე შეამოწმე.

  • ტელეფონი, რომელსაც eSIM‑ის მხარდაჭერა აქვს და არ არის დაბლოკილი იმ ოპერატორზე, რომელმაც ის გაყიდა.
  • ელფოსტის მისამართი. მასზე გამოგზავნილი კოდით შედიხარ და შენი შეკვეთებიც მასზეა მიბმული.
  • საბანკო ბარათი გადასახდელად.
  • სანდო ინტერნეტკავშირი დასაყენებლად, მაგალითად Wi‑Fi.

სიმ-ბარათის გამოცვლა და რამის წაღება არ გჭირდება. eSIM იმ სიმ-ბარათის გვერდით ემატება, რომელიც უკვე გაქვს, და შენი ჩვეული ნომერი ზარებისა და SMS‑ისთვის ისევ მუშაობს.

შეამოწმე, აქვს თუ არა ტელეფონს eSIM‑ის მხარდაჭერა

თუ დახმარება ისევ გჭირდება

მოგვწერე შეკვეთის ნომერი და ის, რასაც ტელეფონზე ხედავ, და ერთად გავარკვევთ.

დაგვიკავშირდი