შიგთავსზე გადასვლა

შენი QR‑კოდი და დაყენების მონაცემები

როცა eSIM მზად იქნება, შეკვეთის გვერდზე QR‑კოდი გამოჩნდება. ტელეფონი მას დაასკანერებს და eSIM‑ს ჩამოტვირთავს. კოდის ქვემოთ იგივე მონაცემები ტექსტადაც წერია, eSIM‑ის ხელით დასამატებლად:

  • SM-DP+ მისამართი: სერვერის მისამართი, საიდანაც ტელეფონი eSIM‑ს ჩამოტვირთავს.
  • აქტივაციის კოდი: კოდი, რომლითაც სერვერი იგებს, რომელი eSIM არის შენი.
  • სრული კოდი, Android‑ისთვის: ორივე ერთად, იმ ერთ სტრიქონად, რომელსაც Android ითხოვს.

ტელეფონი საკუთარ ეკრანზე გამოსახულ კოდს ვერ დაასკანერებს, ამიტომ შეკვეთის გვერდი ლეპტოპზე ან სხვა ტელეფონზე გახსენი და იქიდან დაასკანერე.

კოდი და მონაცემები არავის გაუზიარო. ვისაც ისინი აქვს, შეუძლია შენი eSIM დააყენოს.

კოდი ერთხელ მუშაობს

როცა ტელეფონი eSIM‑ს ჩამოტვირთავს, მისი კოდი გამოყენებულად ითვლება. ამის შემდეგ შეკვეთის გვერდი მას აღარ აჩვენებს და წერს, რომ eSIM ჩამოტვირთულია.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ ტელეფონიდან წაშლილ eSIM‑ს იმავე კოდით ვეღარ დააბრუნებ. თუ რამე არ მუშაობს, სანამ რამეს წაშლი, ჯერ მოგვწერე. თუ უკვე წაშლილია, მოგვწერე შეკვეთის ნომრით და ერთად განვიხილავთ.

როგორ მოგვწერო პრობლემის შესახებ

თუ დახმარება ისევ გჭირდება

მოგვწერე შეკვეთის ნომერი და ის, რასაც ტელეფონზე ხედავ, და ერთად გავარკვევთ.

დაგვიკავშირდი